Loading Graphic

About Us

  • 27+ წლიანი წარმატებული ოპერირება
  • 4+ მილიონი მ² დასრულებული პროექტის ფართობი
  • 55 ოფისი მსოფლიოში
  • 12000+ თანამშრომელი
ჩვენ შესახებ

ორბი ჯგუფი არის უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი საქართველოსა და ევროპაში, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი შემოსავლიანობის საინვესტიციო ობიექტების მშენებლობის მიმართულებით. კომპანია ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს უნიკალური არქიტექტურითა და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით, რაც მუდმივად იზიდავს როგორც ინვესტორებს, ასევე ტურისტებს. ყოველწლიურად ორბი სითის 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. 

პორტფოლიოთი, რომელიც სხვადასხვა მასშტაბისა და სირთულის ათობით წარმატებით დასრულებულ პროექტს მოიცავს, ორბი ჯგუფი მშენებლობის ყველა ეტაპზე მთავარ აქცენტს ხარისხზე აკეთებს. ჩვენ ვიყენებთ მასალებს წამყვანი საერთაშორისო მწარმოებლებისგან, ვნერგავთ (ვახორციელებთ) მოწინავე სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ყოველ ეტაპზე ვახორციელებთ პროფესიონალურ შეფასებას. საუკეთესო მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, ვთანამშრომლობთ საერთაშორისოდ აღიარებულ ბრენდებთან აპარტამენტების მართვისა და კომპლექსური ოპერაციების სფეროში. 

საიმედოობის, კომფორტისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების წყალობით, ორბი ჯგუფმა ინდუსტრიაში სანდო ბრენდის რეპუტაცია მოიპოვა. ვამაყობთ, რომ ვართ უძრავი ქონების 200-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი და 77 ქვეყნიდან ინვესტორების რჩეული.

რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია ჩვენს პროექტებში

ორბი ჯგუფი განვითარებისთვის მხოლოდ ყველაზე მიმზიდველ ადგილებს ირჩევს მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებულ აქცენტს კი ბათუმზე, ქვეყნის წამყვან შავი ზღვის კურორტზე აკეთებს. 

2024 წელს ბათუმმა 2.5 მილიონზე მეტი ვიზიტორით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რითაც მისი სტატუსი, როგორც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ადგილის, კიდევ ერთხელ განამტკიცა. 

ბათუმი არა მხოლოდ პოპულარული კურორტია, არამედ კომფორტული ადგილია როგორც საცხოვრებლად, ისე ბიზნესის წარმოებისთვის. საქართველო მსოფლიო ლიდერებს შორის მუდმივად მოწინავე ადგილს იკავებს ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით. ქალაქი საერთაშორისო ინვესტორებს მთელ რიგ უპირატესობებს სთავაზობს: გამარტივებულ ბინადრობის ნებართვის პროცედურებს, ხელსაყრელ საგადასახადო პირობებსა და გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მაღალ მოთხოვნას. 

ჩვენი ობიექტები მდებარეობს ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ ადგილებში — ქალაქის ცენტრში და უშუალოდ სანაპირო ზოლზე. ეს პრემიუმ პოზიციონირება უზრუნველყოფს ორბი ჯგუფის კომპლექსებში აპარტამენტებზე მუდმივად მაღალ მოთხოვნას როგორც ტურისტების, ასევე ინვესტორების მხრიდან.

მოითხოვეთ ინფორმაცია

Partners

ორბი ჯგუფის ისტორია