Loading Graphic

frequently asked questions

ქონების შეძენა და რეგისტრაცია

Ბინის შეძენისას ქონების გადასახადი უნდა გადავიხადო?

არა, ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში არ არსებობს ქონების შეძენის გადასახადი.

შემიძლია თუ არა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოში ყოფნის გარეშე?

დიახ, ხელშეკრულების გაფორმება შეგიძლიათ დისტანციურად.

რა გადახდის ვარიანტებია ხელმისაწვდომი ქონების შესაძენად?

ბინის შეძენა რამდენიმე გზით შეგიძლიათ: სრული თანხის წინასწარ გადახდით, იპოთეკური სესხის აღებით ან დეველოპერის მიერ შემოთავაზებული უპროცენტო განვადებით. გადახდის თითოეული ვარიანტის დეტალების შესახებ, გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს გაყიდვების მენეჯერს.

გაქირავების პირობები და შემოსავლის გამომუშავება

Მე ვერ ვახერხებ ბინის დამოუკიდებლად გაქირავებას. შემიძლია ORBI-ს ქონების მართვის მომსახურებით ვისარგებლო?

დიახ, ORBI GROUP გთავაზობთ ქონების მართვის მომსახურებას. Პირობებისა და ფასების შესახებ დამატებითი, დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს მენეჯერს.

როგორ გენერირდება ORBI-ს აპარტამენტებში ინვესტიციიდან მიღებული შემოსავალი?

ინვესტორი შემოსავალს ბინის გაქირავებით იღებს. მოგების განაწილების სისტემა, შესაძლოა, განსხვავდებოდეს კონკრეტული პროექტის მიხედვით. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ თქვენი პროექტის შემოსავლების განაწილების მოდელის შესახებ, ჩვენი მენეჯერები დეტალურ კონსულტაციას სიამოვნებით გაგიწევენ.

ინფრასტრუქტურა და მშენებლობის დეტალები

აპარტამენტები დასრულებული რემონტით ბარდება, თუ ინტერიერის მოწყობა თავად შემიძლია?

ჩვენ ვთავაზობთ მზა აპარტამენტებს — სრულად გარემონტებულს, ავეჯით აღჭურვილსა და საცხოვრებლად გამზადებულს. თუმცა, ჩვენი ზოგიერთი პროექტის შემთხვევაში, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, რემონტი თავად გააკეთოს. თუ დაინტერესებული ხართ თქვენი პროექტის გარემონტების პირობებით, ჩვენი მენეჯერები ყველა საჭირო ინფორმაციას სიამოვნებით მოგაწვდიან.

რას მოიცავს "turnkey" დასრულება?

ჩვენი "turnkey" აპარტამენტები სრულად გამზადებულია საცხოვრებლად, რაც მოიცავს ყველა უხეშ, საბოლოო მოსაპირკეთებელ სამუშაოს, ასევე დამონტაჟებულია ავეჯი და ტექნიკა.

Შემიძლია, დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი ზღვის ხედი არ დაიფარება მომავალში განხორციელებული მშენებლობით?

ჩვენი კომპლექსების უმეტესობა ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს, რაც ნიშნავს, რომ მათ წინ სხვა შენობების აშენება შეუძლებელია.

როგორ შემიძლია, თვალყური ვადევნო ჩემი აპარტამენტის მშენებლობის პროგრესს?

ჩვენი თითოეული სამშენებლო ობიექტი აღჭურვილია კამერებით, რომლებიც მშენებლობის პროცესს 24/7 რეჟიმში გადმოსცემენ. პირდაპირი ეთერის ნახვა ჩვენს ვებსაიტზე შეგიძლიათ.

Სამართლებრივი ასპექტები

Ბინის შეძენის შემთხვევაში მაქვს თუ არა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების უფლება?

დიახ, თქვენ გაქვთ საქართველოში ბინადრობაზე ნებართვის მოპოვების უფლება, თუ უძრავ ქონებაში 100,000 აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას ჩადებთ. გარდა ამისა, თქვენი ოჯახის უახლოეს წევრებსაც შეუძლიათ ბინადრობის ნებართვის მიღება.

კონსულტაცია და მხარდაჭერა

თუ საბოლოოდ ჯერ არ გადამიწყვიტავს, შემიძლია უფასო ინდივიდუალური კონსულტაციის მიღება?

დიახ, შეგიძლიათ მიიღოთ უფასო კონსულტაცია როგორც დისტანციურად, ასევე პირადად ჩვენს ოფისში. ოფისების მისამართები და საკონტაქტო ნომრები შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენი ვებსაიტის "დაგვიკავშირდით" განყოფილებაში.