Loading Graphic

Central Park Towers

about-project

პროექტის შესახებ

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს თბილისის ბიზნეს ცენტრის გულში. ინტეგრირებული რეზორტი უნიკალური მასშტაბითა და ინფრასტრუქტურით, რომელიც ქვეყანაში უპრეცედენტოა და რომელსაც მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდები მართავენ.  

ცენტრალ პარკ თაუერსი  ცენტრალური პარკიდან სულ რაღაც 200 მეტრში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობს. მისი სტრატეგიული მდებარეობა ბიზნეს საქმიანობისთვის იდეალურ პირობებს უზრუნველყოფს, სადაც ის მოხერხებულობასა და დახვეწილობას აერთიანებს. 

სასტუმრო კომპლექსი შთამბეჭდავ 140,000 მ²-ზეა გადაჭიმული და მოიცავს მდიდრულად დაპროექტებულ ლუქსებს, პენტჰაუსებსა და რეზიდენციებს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და აშენებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  

2 თაუერი 

42 სართული  

1,150 ნომერი 

140,000 მ² მთლიანი ფართობი  

500 მილიონი დოლარის ინვესტიცია  

 

მოითხოვეთ ინფორმაცია

about-project-specification

პროექტის მახასიათებლები

Central Park Towers შედგება ორი 42-სართულიანი კოშკისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია შვიდსართულიანი პოდიუმით, სადაც მდებარეობს სასტუმრო კომპლექსის ფართო ინფრასტრუქტურა. შენობაში განთავსებულია 4000 სტუმრისთვის განკუთვნილი გრანდიოზული საკონცერტო დარბაზი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების სანახაობრივი შოუებისა და წარმოდგენების გასამასპინძლებლად შეიქმნა. თანამედროვე სივრცეები კი სამუშაო და საქმიანი სივრცეებისთვისაა გამოყოფილი. 

Პრემიუმ კლასის საცალო ვაჭრობის ზონა მოიცავს Harvey Nichols-ის უნივერმაღს, ასევე კაფეებსა და რესტორნებს ისეთი პრესტიჟული ბრენდებისგან, როგორებიცაა: Roberto's, Angelina, Chotto Matte, Rumba და Beefbar. დამატებითი კეთილმოწყობა მოიცავს სპა და ველნეს ცენტრს, 400 ავტომობილისთვის განკუთვნილ ავტოსადგომსა და ფართო სპექტრის მომსახურებას, რომელიც იდეალურია როგორც ბიზნეს ღონისძიებებისთვის, ასევე დასასვენებლად. 

რესტორნები და კაფეები

საკონფერენციო სივრცეები და ოფისები

პარკინგი

სპა და აუზები

ივენთ ჰოლი

შოპინგ ცენტრი

კაზინო

project.partners

owners-income

პროექტის მომგებიანობა

კომპლექსის პრემიუმ მდებარეობა, მომსახურების განსაკუთრებული სტანდარტები, პრემიუმ კლასის აპარტამენტები და ინოვაციური ინფრასტრუქტურა - ყველაფერი ეს მთელი წლის განმავლობაში ხელს შეუწყობს მაღალ დატვირთულობას. 

Central Park Towers-ში ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ შემოსავლის მოპოვების უნიკალურ  მოდელებს, რაც თითოეულ ინდივიდს საშუალებას აძლევს, აირჩიოს მისთვის ყველაზე შესაფერისი ვარიანტი. 

ბინის ღირებულების 100%-იანი

ზრდა მშენებლობის დასრულების შემდეგ

წლიური ინვესტიციის შემოსავლის პოტენციალი

20%-დან

ბინების საშუალო წლიური დატვირთვის მაჩვენებელი

65%-დან

project-gallery

project.owners-company

მმართველი კომპანია

მართველი კომპანია ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ყველა ასპექტს უზრუნველყოფს, რაც სტაბილური შემოსავლის მიღების გარანტიას გაძლევთ მაღალი დონის მომსახურებითა და პროფესიონალური ზედამხედველობის უპირატესობების სარგებლობით. 

24/7 მომსახურება

აპარტამენტებისა და საერთო სივრცეების დასუფთავებისა თუ მოვლა-პატრონობის მომსახურების სრული სპექტრი უსაფრთხოებისა და დაცვის მართვასთან ერთად.

იურიდიული მხარდაჭერა

Მმართველი კომპანია აგვარებს საგადასახადო საკითხებს, ანგარიშგებასა და ადგილობირივი რეგულაციების დაცვას, რაც ქონების ფლობას ამარტივებს.

სტაბილური შემოსავალი

ჩვენ ვზრუნავთ მოიჯარეების მოძიებაზე, check-in და check-out პროცესების მართვასა და სტუმრებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე.

სეზონურობის მართვა

სეზონური მოთხოვნის ცვალებადობის მართვის დიდი გამოცდილების წყალობით, მმართველ კომპანიას შეუძლია, ბაზრის პირობების მიუხედავად, დატვირთულობას მთელი წლის განმავლობაში ეფექტური ოპტიმიზაცია გაუწიოს.